წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის აქტიური ჩართვა,
რადგან ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას კითხვაში, ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის წრე, სადაც მოტივაციის გაზრდის მიზნით მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო მწერლებსა და ნაწარმოებებს. მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებსა და ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი ნაწარმოები იქნება მოცემული. ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება და წახალისება კითხვაში.
საწრეო მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობ მასზე მორგებული, ოპტიმალური დროის შერჩევას საწრეო მუშაობისათვის.
წრის მუშაობის პროცესში დროდადრო გამოვუშვებთ კედლის გაზეთის, მოვაწყობთ ინსცენირებებს და დასასრულს გაიმართება დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებას. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ამაღლდება სწავლის მოტივაცია.
შეხვედრების განრიგი:
1. კლუბის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 18.09.2019
2. საუბარი თემაზე ,,რა ვიცით პოეზიის შესახებ?" ,,რომელ უცხოელ პოეტებს იცნობთ?" ,, რომელ ქართველ პოეტი მოგწონთ და რატომ?" 25/09/2019წ
3. ,,დავწეროთ ლექსები" 18 /10/2019წ
4. მოსწავლეთა მიერ დაწერილი ლექსების მოსმენა 25.10. 2019წ
5.მოსწავლეების მიერ მათივე შექმნილი ლექსებიდან სამი საუკეთესო ლექსის შერჩევა და ,,საუკეთესო პოეტის" გამოვლენა 4.11. /2019წ
6. საუკეთესო ლექსების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა სკოლის თვალსაჩინო ადგილას. 11.1. /2019წ
7. პოეზიის საღამოს მოწყობა და ლექსების მხატვრულად წაკითხვა. 18/11/2019წ
8. წრის მუშაობის შეფასება მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება 25.11/2019წ
წრის წევრები 2019 წელი 18 სექტემბერი- 25ნოემბბერი
1. თემურ გერაძე
2. შალვა კოხრეიძე
3. მარია ჟუტაევა
4. ნინო გეგუჩაძე
5. მარიამ გუმბერიძე
6. ნიკოლოზ მშვიდობაძე
7. მარიამ სოხაძე
8. მარიამ ჩაკვეტაია
9. ტატო თევზაძე
No comments:
Post a Comment