გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს გ ე გ მა
თარიღი:
25.10.2019 წ.
მასწავლებლის სახელი, გვარი: ლია კილაძე
პირადი ნომერი: 37001039100
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი - დაწყებითი - მე-6
კლასი
მოსწავლეთა რაოდენიბა: 20 მოსწავლე, მათ შორის ერთი სსსმ
მოსწავლე გაკვეთილის თემა:
ნოდარ დუმბაძის მოთხრობა
,,ხაზარულა“ (ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასთან
- ,,მწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო“)
გაკვეთილის
მიზანი:
კლასისთვის
·
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში გადმოცემული მოვლენების შესახებ;
·
საკუთარი მოსაზრების
განსამტკიცებლად იშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს
პირადი ცხოვრებიდან;
·
გამოხატავს უშუალოდ ცოცხალ
განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვანი,
პრობლემური საკითხების შესახებ.
სსსმ მოსწავლისთვის:
·
მოსწავლე
ალაგებს არეული თანმიმდევრობით დაწყობილი ტექსტის სიუჟეტის განვითარების
ეტაპებს ( ტექსტის სამი მთავარი აზრის მატარებელი წინადადება)
·
მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ტექსტის
სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
·
გამოხატავს
ცოცხალ განცდას მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
კლასისთვის:
ქართ. დაწყ. (II). 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ.დაწყ.(II).7.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის
გამოტანა და შეფასება; ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;
კითხვით გამოწვეული განწყობისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა.
ქართ.
დაწყ. (II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს
კითხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად
ქართ. დაწყ. (II). 10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
ქართ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ.
ბუნ. VI. 10. მოსწავლეს
შეუძლიაგარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და
დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აღწერს
ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ
მოსაზრებებს ნათი თავიდან აცილების საშუალებებს.
სსსმ მოსწავლისთვის:
ქართ.
დაწყ. (II). 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ქართ. დაწყ. (II).7.
მოსწავლემ
უნდა შეძლოს ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.
დაწყ. (II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების
შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად
ქართ. დაწყ. (II). 10. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
ბუნ. VI. 10. მოსწავლეს
შეუძლიაგარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
რამდენიმე
წინადადებით აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით
შედეგებს.
N
|
ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს მიზანი და
ა ღ წ ე რ ა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთო
დები
|
კლასის ორგა
ნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები(დაასაბუთეთ შინაარსობრივი
რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო(წთ)
|
1
|
კლასის ორგანიზება
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის
მიზანს, შეძლებენ ყურადღების მობილიზებას, კონცენტრირებას თემის გასააზრებლად.
თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას,
მიზნებს (შეფასების რუბრიკებს იცნობენ, ისინი გაკრულია საკლასო ოთახში)
კლასისთვის
მისალმება, სიის ამოკითხვა, კლასში ყოფნის დაფიქსირება ხელის აწევით.
|
ვერბალური და არავერბალური
/სხეულის ენა/
|
საერთო საკლასო
|
გაკვეთილის თემისა და მიზნებისა
ამსახველი პლაკატები;
მიზანი:
საგაკვეთილო განწყობის
შექმნა
შეფასების რუბრიკები-
მიზანი: აქტივობების
შესაბისად, განმავითრებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიცემა, გამჭვირვალობისა და
სანდო გარემოს შექმნა
|
2
|
2
|
აქტივობა N1
საშინაო
დავალების გამოკითხვა ქართ. დაწყ. (II). 10.
მიზანი: წინა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოვლენისა
და ინფორმაციის მოძიების უნარის შემოწმება
·
საშინაო დავალების შეფასების კრიტერიუმების შეხსენება;
·
საშინაო დავალების გამოკითხვა (მოსწავლეები ახლობლებისაგან
ან ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ხალხურ თქმულებასა თუ ინფორმაციას ადამიანისა
და მცენარეების ურთიერთობის შესახებ და გაუზიარებენ თანაკლასელებს).
·
შერჩევითობის პრინციპით შერჩეულ
რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ საშინაო დავალებას. დანარჩენები მოუსმენენ და
დასრულების შემდეგ ჩემთან ერთად მიაწვდიან
უკუკავშირს.
სსსმ მოსწავლე:
·
მოცემულ მონაკვეთში ამოარჩევს მისთვის ყველაზე საინტერესო დიალოგს ბებიასა და შვილიშვილს შორის და წაგვიკითხავს ხმამაღლა და გარკვევით.
|
ვერბალური და არავერბალური
|
ინდივიდუალური
|
საშინაო დავალების რვეული
მიზანი:
მოსწავლეს ეხმარება დამოუკიდებლად
შესრულებული სამუშაოს უკეთ და ორგანიზებულად გადმოცემაში
|
3
|
3
|
აქტივობა
N2
გონებრივი იერიში
მიზანი: წინარე ცოდნის გახსენება
და ორგანიზება ქართ. დაწყ. (II).7.
ცოდნის
გააქტიურების მიზნით გამოვიყენებ სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებს
1.
საქართველოს რომელ
კუთხეში ხდება მოთხრობაში აღწერილი
მოქმედება?
2.
რა უცნაური ფაქტით
იწყება მოთხრობა?
3.
როგორი მოგონებები
აკავშირებს მთხრობელს ხაზარულასთან?
4.
რომელი ხე ყვავილობს
ადრე გაზაფხულზე?
5.
რა პრობლემის წინაშე
აღმოჩნდა ბებია?
6.
თქვენი აზრით, რა არის
ამ ეპიზოდში ღიმილის მომგვრელი?
7.
ძირითადად რა მხატვრული
ხერხით გადმოიცემა სათქმელი?
8.
რატომ ვერ ჭრის ბიჭი
ხეს?
9.
გიფიქრიათ იმაზე, მოჭრიდით
თუ არა თქვენ ხეს?
10. მიუხედავად იმისა, რომ ბებიას მტკიცედ აქვს
გადაწყვეტილი ხის მოჭრა, მაგრამ გული მაინც სწყდება. როგორ ფიქრობთ, რატომ?
მაპროვოცირებელი კითხვა
·
გაიხსენეთ შესწავლილი
ნაწარმოებები, რობლებშიც იგრძნობა კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის.
ა. კალანდაძის მოთხრობა ,,მუხა“, ვაჟა- ფშაველას
მოთხრობა ,,ია“, რ. ინანიშვილის
მოთხრობა ,,მუხა“
·
შენი აზრით, რა
შემთხვევაშია დასაშვები ხის მოჭრა?
როცა ხე უნაყოფოა,
როცა ხმელია ან გასათბობად არის საჭირო და სხვა.
|
ვერბალური და არავერბალური
|
საერთო საკლასო
|
sასკოლო სახელმძღვანელო-ქართული
ლიტერატურა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2018წ.),
ავტორები:
ნინო გორდელაძე,
თინათინ კუხიანიძე
მიზანი: არსებული
ცოდნის გაღრმავება
|
10
|
4
|
აქტივობა N3
მინილექცია
მიზანი: საკითხის უკეთ გაგებისა და
გააზრების მიზნით.
მინილაქციის საშუალებით მოკლედ
მიმოვიხილავ მოთხრობაში წამოჭრილ მთავარ
საკითხს - ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას. მოსწავლეებს ყურადღებას
გავამახვილებინებ ამ კავშირის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რათა მეტი სილამაზე და სიკეთე დავინახოთ ბუნებაში.
მოტივაციის ამაღლების მიზნით ვისაუბრებ მწერლის განსაკუთრებულ იუმორზე, ენის სიმარტივეზე, რაც ტექსტის წაკითხვასა და გააზრებას უფრო იოლსა და
სახალისოს ხდის. ქართ. დაწყ. (II). 5.
საუბრის დასასრულს ერთ მოსწავლეს წავაკითხებ მორის
ფოცხიშვილის ლექსს ,,ხე დარგე“,
რომელიც წინასწარ მაქვს მოძიებული.
|
ვერბალურ -ვიზუალური
|
საერთო საკლასო
|
სკოლო სახელმძღვანელო-ქართული
ლიტერატურა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2018წ.),
ავტორები:
ნინო გორდელაძე,
თინათინ კუხიანიძე
დამხმარე სახელმძღვანელო
- მ. ფოცხიშვილის ლექსი ,,ხე დარგე“
ნ. ბარათაშვილის ლექსი
,,ჩინარი“
მიზანი: არსებული
ცოდნის გაღრმავება
მორის ფოცხიშვილის ლექსი ,,ხე დარგე“
მიზანი: შესწავლილი სახითხის უკეთ
გააზრება
|
5
|
5
|
აქტივობა N4
ჯგუფური მუშაობა ქართ. დაწყ. (II). 7.
მიზანი: ტექსტის სიღრმისეული წვდომა,
მხატვრული ინფორმაციის აღქმა, მწერლის ენაზე დაკვირვება
ჯგუფები გაეცნობიან მონაკვეთის მათთვის
შერჩეულ ეპიზოდს და ერთად იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:
I ჯგუფი - ჩემ მიერ მითითებული
მონაკვეთისა და შესწავლილი ტექსტის გათვალისწინებით იმსჯელებენ ხაზარულას მხატვრულ სახეზე (მართალი გამოდგა ბჭი
---------- ხე იყო ხაზარულა და არა ადამიანი)
II ჯგუფი - ჩემ მიერ მითითებული
მონაკვეთისა და შესწავლილი ტექსტის გათვალისწინებით იმსჯელებენ ანანიას მხატვრული სახის შესახებ
III ჯგუფი - ჩემ მიერ მითითებული
მონაკვეთისა და შესწავლილი ტექსტის გათვალისწინებით იმსჯელებენ ბიჭის მხატვრული სახის შესახებ
IV ჯგუფი - ჩემ მიერ მითითებული მონაკვეთისა
და შესწავლილი ტექსტის გათვალისწინებით იმსჯელებენ ბებიას მხატვრული სახის შესახებ
სსსმ მოსწავლე ჩართულია
ჯგუფურ მუშაობაში და გამოთქვამს
საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული მონაკვეთის შესახებ.
პრეზენტაცია
·
ჯგუფის ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას;
შევაფასებ მათ, რამდენად ლოგიკური იყო
პასუხები.
|
ვერბალური და არავერბალური
ურთიერთსწავლების მეთოდი
ვერბალური
|
ინდივიდუალურად და
წყვილებში
ინდივიდუალური
|
სასკოლო სახელმძღვანელო-ქართული
ლიტერატურა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2018წ.),
ავტორები:
ნინო გორდელაძე,
თინათინ კუხიანიძე
მიზანი: არსებული
ცოდნის გაღრმავება
ფანქარი, საშლელი, რვეული,
კალამი მნიშვნელოვანი მომენტების მოსანიშნად
მიზანი: კონცეპტუალური ადგილების
მონიშვნა
მაგნიტური დაფა, ფლიბჩარტი,
მარკერი
მიზანი: თვალსაჩინოდ და ორგანიზებულად გადმოსცენ აზრი.
|
16
|
6
|
აქტივობა N5
შეჯამება
შეჯამებისას გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნის რესურსს
სსსმ მოსწავლე სხვა ბავშვებთან ერთად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
და ცდილობს შეავსოს კროსვორდი
შთაბეჭდილების გაძლიერების
მიძნით მოსწავლეებს მოვასმენინებ თემურ ქევხიშვილის მიერ შესრულებულ სიმღერას ,,ტყე შეუნახე შვილებსა“
|
ვერბალური და არავერბალური
|
საერთო საკლასო
|
სასწავლო რესურსი -კროსვორდი https://learningapps.org/watch?v=ps363fpht19
მიზანი: შესწავლილი საკითხის ორგანიზების მიზნით
კომპიუტერი (სიმღერის მოსმენის მიზნით)
|
4
|
7.
|
შეფასება
მიზანი: ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. ეხმარება მოსწავლეს ადეკვატური თვითშეფასებისა და სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
მოსწავლეები
შეფასდებიან იმის მიხედვით, რამდენად მოახერხეს წაკითხული
ტექსტის ინტერპრეტირება, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა და შეფასება; ტექსტის
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; კითხვით გამოწვეული
განწყობისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა.
მოსწავლეებს ვაძლევ
განმავითარებელ შეფასებას (კრიტერიუმები
გამოკრულია თვალსაჩინო ადგილას)
სსსმ მოსწავლეს
·
ვაფასებ განმავითარებელი
კომენტარით „ყოჩაღ“, „კარგად გაართვი თავი დავალებას“ და სხვ.
|
,,სენდვიჩის მეთოდი“ მოსწავლეთა
სიტყვიერი შეფასების დროს
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
თვითშეფასების კითხვარი,
შეფასების რუბრიკები _ მოტივაციის ამაღლების
მიზნით
მიაწოდოს
ინფორმაცია მოსწავლეს, თუ როგორ არის შესაძლებელი შედეგების გაუმჯობესება
|
3
|
8
|
საშინაო დავალება
მიზანი:
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება
კლასისთვის
ვთხოვ დაწერონ სახელმძთვანელოდან
მე-15 დავალება, მოიშველიონ გასულიერების ხერხი და დაწერონ ,,ხაზარილას ფიქრები“ (მოსწ. წიგნი, გვ.47)
სსსმ მოსწავლეს ვთხოვ, შექმნას მისთვის სასურველი ეპიზოდის ილუსტრაციები.
|
წერითი
ინსტრუქტაჟი
|
ინდივიდუალური
|
სასკოლო სახელმძღვანელო-ქართული
ლიტერატურა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2018წ.),
ავტორები:
ნინო გორდელაძე,
თინათინ კუხიანიძე
|
2
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
კლასისთვის
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ
ამზადებს საჭირო რესურსს/თვალსაჩინოებებს;
·
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის
რეპეტიციას;
·
გაიგებს და გააანალიზებს წაკითხულ
ტექსტს;
·
გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
·
საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად
მოიშველიებს ლიტერატურულ ტექსტებს, რეალურ ფაქტებს, მაგალითებს პირადი
ცხოვრებიდან;
·
შეძლებს გამოხატოს ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებული
შეხედულებები მისთვის მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხების შესახებ.
·
გამოთქვამს
მოსაზრებას და ასაბუთებს მას ადეკვატური მტკიცებულებებით (ფაქტებით, მაგალითებით,
სხვ.);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და ხსნის მას.
სსსმ მოსწავლისთვის:
მოსწავლე შეძლებს ტექსტის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვას.
·
გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებას ტექსტის
სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
·
საკუთარი
მოსაზრების განსამტკიცებლად მოიშველიებს მაგალითებს პირადი ცხოვრებიდან;
·
გამოხატავს
ცოცხალ განცდას მისთვის მნიშვნელოვანი
საკითხის შესახებ.
საშინაო
წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები
ქულები
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მიზანი და აუდიტორია
|
გამოკვეთილია მიზანი, ანუ რისი თქმა უნდა მოსწავლეს და აუდიტორიას, ანუ ვისთვისაა განკუთვნილი
ნაწერი
|
მიზნის შესაბამის და აუდიტორიის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს.
ჩანს მიზანი, დაწერილია კონკრეტული აუდიტორიის გასაგები და მიზნის შესატყვისი
ენით
|
მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბამის და აუდიტორიის მისაზიდ
ენობრივ საშუალებებს
|
შესაბამისი სტრუქტურა
|
მეტ-ნაკლებად იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას
|
ძირითადად იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას
|
ზედმიწევნით იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურა
|
დამხმარე დეტალები
|
იყენებს ერთ-ორ დამხმარე დეტალს.
|
იყენებს დამხმარე დეტალებს.
|
შემოქმედებითად იყენებს დამხმარე დეტალებს სათქმელის უკეთ
წარმოსაჩენა
|
ენობრივი მახასიათებლები
|
ლექსიკა ღარიბია. უშვებს
შეცდომებს.
|
იყენებს შესაფერის ლექსიკას, უშვებს მცირე შეცდომ
|
იყენებს შესაფერის და მდიდარ ლექსიკას, თითქმის არ უშვებს შეცდომებს
|
საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
ქულები
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
აქტიურიმონაწილეობა
|
მეტ-ნაკლები
სიხშირით მონაწილეობს
|
სისტემატურად
მონაწილეობს
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
|
გამართულიდასწორიმეტყველება
|
იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულწესებს, მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
გამართულად მეტყველებს, იყენებს
მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
გამართულად მეტყველებს, აქვს
მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ--გამომსახველობით
საშუალებებს.
|
საკუთარი აზრის
დასაბუთებულად წარმოდგენ
|
მეტ-ნაკლებად
ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
|
თითქმისყოველთვისასაბუთებსთავისმოსაზრებას
|
ყოველთვის დამაჯერებლად
და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
|
სხვისი აზრის
მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს
სხვებს და აცდისსაუბრისდამთავრებას.
|
უსმენ სსხვებს
და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით
|
უსმენს სხვებს
და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია
და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას მაშინაც კი, როცა
არ ეთანხმება მას.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
საშუალო
|
კარგი
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
დავალების ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაო ორგანიზებული
იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო კარგად იყო
ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
თანამშრომლობისა და აზრთა
გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გამოვლინდა აზრთა გაზიარების უნარი. მხოლოდ ერთი– ორი მოსწავლე აქტიურობდა,
ჯგუფის წევრებს შორის არ იყო საქმიანი ურთიერთობადა/ან ნაკლებად ჩართული იყვნენ მუშაობაში
|
აქვთ საუკეთესო
ურთიერთსწავლების მოტივაცია, თანამშრომლობის და აზრთა გაზიარების
უნარი. ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური,
ხოლო სამუშაო -ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთო
|
დროის ლიმიტი
|
უძნელდებათ დროის ლიმიტის დაცვა და/ან ეფექტურად გამოწენება
|
ზუსტად იცავენ დროის ლიმიტს.
|
საპრეზენტაციო უნარის შეფასების კრიტერიუმი
ქულები
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
გამართული
და
სწორი
მეტყველება
|
იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს,
მეტნაკლებად გამართულად საუბრობს
|
გამართულად მეტყველებს,
იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
გამართულად
მეტყველებს, აქვს
მდიდარი ლექსიკა,
შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს
|
სათქმელის
ნათლად
და
ლოგიკურად
გადმოცემა
|
სათქმელსგადმოსცემსგასაგებად.
კონტაქტი
|
სათქმელს გადმოსცემს
ნათლად და ლოგიკურად, სათქმელს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს
ნათლად და ლოგიკურად, სათქმელს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
|
კონტაქტი
აუდიტორიასთან
|
მეტ-ნაკლებად ახერხებს
აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
|
ადეკვატურად იყენებს
არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
|
წარმატებით იყენებს
არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. იყენებს
თვალსაჩინოებებს
|
ჯგუფის წევრების თვითშეფასების კითხვარი
ჩემს
აზრს ღიად გამოვთქვამ
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასოდეს
|
როცა სხვა ლაპარაკობს, ყურადღებით ვუსმენ
|
|
|
|
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
|
|
|
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
|
|
|
|
ვიცი, რომ კამათი ჩხუბში არ უნდა
გადაიზარდოს
|
|
|
|
ვიცავ დროის ლიმიტს
|
|
|
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
|
|
|
ხელმოწერა/ ლია კილაძე
25. 10. 2019 წელი
No comments:
Post a Comment