Monday, 14 February 2022

ჩემს მიერ გამოქვეყნებული საინტერესო მასალა

,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს " სცენარი      https://liakiladze.blogspot.com/


,,ფიზიკოსები და ლირიკოსები"  სცენარი   https://liakiladze.blogspot.com/p/blog-page_67.html


 

Monday, 11 November 2019

ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე


ღმერთმა შექმნა ქვეყანა მისცა მას უამრავი სიმდიდრე: ტყეები, მდინარეები, მთები. ადამიანს კი უანდერძა შრომა.

ხშირად ამბობენ, რომ ღმერთმა ჩვენს პატარა ქვეყანას, საქართველოს, ბევრი სიმდიდრე მისცა. უხვი კალთა დაბერტყა. ამას იმიტომ ამბობენ რომ ჩვენი პატარძალსავით მორთული საქართველო სხვა ბევრ ქვეყნებზე უფრო მდიდარია. ჩვენც, ქართველებიც მშრომელი, ჯანიანი და გამრჯე ხალხი ვართ.

მაშინ რატომ ვართ ღარიბები?
იმიტომ, რომ არ ვიცით სად რა სიმდიდრე დევს და საიდან რა ხერხით ამივიღოთ.

Wednesday, 9 October 2019

ქართული ენის წრე ,,ლამპარი"

სსიპ სამტრედიის №2 საჯარო სკოლის   ქართული ენის  მასწავლებლის ლია კილაძის ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის   18 სექტემბრიდან- 25 ნოემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  ,,ლამპარი"

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის  აქტიური ჩართვა,
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას  კითხვაში,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე, სადაც მოტივაციის  გაზრდის მიზნით მოსწავლეები  გაეცნობიან  მათთვის საინტერესო მწერლებსა და ნაწარმოებებს.  მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებსა და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი ნაწარმოები იქნება მოცემული.  ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება კითხვაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობ მასზე მორგებული, ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  გამოვუშვებთ  კედლის გაზეთის, მოვაწყობთ ინსცენირებებს და დასასრულს  გაიმართება დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებას. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და  ამაღლდება სწავლის მოტივაცია.  


 შეხვედრების განრიგი:

1. კლუბის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება     18.09.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით პოეზიის შესახებ?"    ,,რომელ უცხოელ  პოეტებს იცნობთ?"  ,, რომელ ქართველ პოეტი მოგწონთ და რატომ?"        25/09/2019წ

3. ,,დავწეროთ ლექსები"    18 /10/2019წ    

4. მოსწავლეთა მიერ  დაწერილი  ლექსების მოსმენა       25.10. 2019წ

5.მოსწავლეების მიერ მათივე შექმნილი ლექსებიდან სამი საუკეთესო ლექსის შერჩევა და ,,საუკეთესო პოეტის" გამოვლენა         4.11. /2019წ

6. საუკეთესო ლექსების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას.         11.1. /2019წ

7.  პოეზიის საღამოს მოწყობა და ლექსების მხატვრულად წაკითხვა.     18/11/2019წ

8.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   25.11/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   18 სექტემბერი- 25ნოემბბერი

1. თემურ გერაძე

2. შალვა კოხრეიძე

3. მარია ჟუტაევა

4. ნინო გეგუჩაძე

5. მარიამ გუმბერიძე

6. ნიკოლოზ მშვიდობაძე

7.  მარიამ სოხაძე
8.  მარიამ ჩაკვეტაია
9.  ტატო თევზაძე